ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ბრენდ "KANGOL"-ის შექმნისა და განვითარების მოკლე ქრონოლოგიურ ისტორიას

KANGOL-ის ისტორია

კაცობრიობის ისტორიაში ბოლო 80 წელი იყო ყველაზე მეტად გაჯერებული და დატვირთული ისტორიული მოვლენებით. ჩვენი სტატია არის მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორი იყო ეს ბოლო 80 წელი ამ კომპანიისთვის და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მახდინეს: დაწყებული გენერლებით და მოდური სამყაროს დამფუძნებლებით და დამთავრებული სხვადასხვა ეპოქისა და თაობის სპორტსმენებითა და მუსიკოსებით
1930

რუსული საწყისები საწარმოს გახსნა არმია

ჩვენი თხრობა იწყება ბრენდის დამფუძნებლით.

იაკობ ჰენრიხ შპრეირეჰენი დაიბადა ვარშავაში 1894 წელს, მაშინ როდესაც პოლონეთი ჯერ კიდევ ეკუთვნოდა რუსეთის იმპერიას. 1910 წელს 16 წლის იაკობი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სახელი შეიცვალა და დაირქვა უფრო "ფრანგული ჟღერადობის მქონე" — ჟაკ ანრი სერჟენი.

1914 წლის 28 ივლისს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ჟაკი იღებს გადაწყვეტილებას — ოჯახთან ერთად წავიდეს ინგლისში. 1916 წელს იგი საბოლოოდ დაფუძნდა ლონდონში და კასლ-სტრიტის 28 ნომერში მყოფი დიდი ინგლისური სამრეწველოს ტერიტორიაზე გახდა თავსაბურავების შექმნის მოწაფე.
ჟაკ ანრი სერჟენი ფაბრიკის გახსნის დღეს, 1938 წელი
თავსაბურავების ხელოვნების დაუფლებისას ჟაკმა შეაჩნია, რომ ინგლისელებს ძალიან მოსწონდათ ბერეტის სახის თავსაბურავები.

ასე შეიქმნა მისი პირველი სამრეწველო იდეა. საფრანგეთში ცხოვრების მცირე პერიოდში მან მოიპოვა გარკვეული კავშირები ადამიანებთან და ამ კავშირების დახმარებით მან დაიწყო ბასკური ბერეტების შემოტანა და შემდგომ მათი გაყიდვა, თავდაპირველად ცალობით, მოგვიანებით კი მცირე საბითუმო რაოდენობით.
ინგლისში გატარებული მცირე დროის განმავლობაში მან შეძლო თავსაბურავის ხელოვნების დაუფლებაც და საკუთარი სამეწარმეო ნიჭის აღმოჩენაც. თანდათან მის ფიქრებში საფუძველი ჩაეყარა დიად იდეას — საკუთარი საწარმოს შექმნა გაერთიანებულ სამეფოში.
ბასკური ერის წარმომადგენელი საკუთარი ეროვნული თავსაბურავით — ეგრედ წოდებული "ბასკური ბერეტით"
1938

საწარმოს გახსნა

ფონდ "Cumberland Development Company"-ს მეშვეობით მან შეისყიდა კლეატორის დაცარიელებული შენობები გაერთიანებული სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარე ქუმბრიის ტერიტორიაზე და გარდაქმნა ისინი კომპანია Kangol-ის საწყისად.
როგორ მოახერხა მან ეს?

ჟაკმა მაღალჩინოსნები დაარწმუნა მხარი დაეჭირათ მისთვის, რადგან მან ხაზი გაუსვა მეორე მსოფლიო ომის გარდაუვალობას და საომარი ფორმების მომწოდებლების აშკარად შეზღუდულ რაოდენობას.
კონტრაქტი გაერთიანებულ ძალებთან იყო არამხოლოდ მედეგობის გამოცდა, არამედ წარმატებული მომავლის საწინდარიც.

ბრენდი Kangol შემდგომ ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე დიდი რაოდენობის მუშახელის მომცველი კომპანია, დაასაქმა მოსახლეობა ხოლო თავსაბურავები უზრუნველყო შეუდარებელი ინგლისური ხარისხით.
KANGOL — ის შემოკლების განმარტება:
K (knitting — ქსოვა),
ANG (angora — ანგორის კურდღლის ბეწვი),
OL (wool — ბეწვი)
1940

ომი "მონტი" ოლიმპიური თამაშები

ახლადშექმნილი კომპანია არ იყო ჯარის მოთხოვნების ერთადერთი მომწოდებელი, მაგრამ მას ჰქონდა საბედისწერო უპირატესობა — სწორედ Kangol-ის ბერეტები გახდა სატანკო ძალების მთავარი ატრიბუტი.

ამ გარემოებამ უზრუნველყო ბრენდის პირველი სახე — "ამბასადორი".
1942 წლის აგვისტოში ფელდმარშალი ბერნარდ მონტგომერი დაინიშნა მერვე არმიის მეთაურად და ამ დროს მერვე არმია სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა გერმანულ-აფრიკულ კორპუსთან, ერვინ რომელის, აგრეთვე ცნობილის, როგორც "უდაბნოს მელის", მეთაურობის ქვეშ. ელ-ალომეინის ბრძოლაში მოპოვებული წარმატების დამსახურებით ბერნარდ მონტგომერი გახდა ცნობილი, როგორც "მონტი" და გახდა ბრიტანელების მთელი თაობის საყვარელი გმირი და კუმირი.

საომარ პირობებში, უდაბნოს ტერიტორიაზე და მაღალ ტემპერატურაზეც კი, ბერნარდ მონტგომერი არ ღალატობდა თავის ბერეტს კენგოლისგან და მასში გაატარა მთელი მეორე მსოფლიო ომი, რითაც დაამტკიცა და ნათლად წარმოაჩინა ამ თავსაბურავის მაღალი გამძლეობა და ხარისხი.

შემდგომ, ბერეტების ამ მოდელს სახელი გადაერქვა მისი მთავარი გამხმაურებლის პატივსაცემად და დღემდე იგი ცნობილია მსოფლიოში, როგორც ბერეტი "Wool Monty".
საბჭოთა მარშალები — ჟუკოვი და როკოსოვსკი ფელდმარშალ მონტგომერის გვერდით. 1945 წლის მაისი. ბერლინი.
ნისლიანი ალბიონის ერის წარმოდგენაში ბერნარდ მონტგომერი დამტკიცდა, როგორც გამარჯვებისა და ომის შემდგომი ეპოქის ერთერთი სიმბოლო.
საკუთარ თავში დარწმუნებული და უშიშარი გამარჯვებულის სახე იმდენად მტკიცედ დაფუძნდა მაშინდელ ეროვნულ კულტურაში, რომ პირველი ომის შემდგომი ოლიმპიური თამაშების ნაკრებში ყველა სპორტსმენს ეფარა კენგოლის ბერეტები.
1950

ჩაფხუტები Wool 504 სამეფო ჯილდო

1953 წელს ჩამოყალიბდა კენგოლის ჩაფხუტების განხრა, რომელიც შემდეგი 20 წლის განმავლობაში შექმნის დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სამოტოციკლე ჩაფხუტებს.
1954 წელს კი, დანიელმა მთავარმა დიზაინერმა პოლ ჰენსენმა შექმნა კენგოლის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოდელი — Wool 504, რომელიც შემდგომ გახდა ბრენდი საკულტო მოდელი და სავიზიტო ბარათი.
ამ მოდელის თავბრუდამხვევმა წარმატებამ კომპანიას მოუტანა სამიდან პირველი სამეფო ჯილდო საექსპორტო მიღწევებში.
1960

კოლაბორაცია Beatles-თან მერი კუანტი პიერ კარდენი

ახალგაზრდა თაობაში ყველაზე გავლენიანი სახეები 1960-იან წლებში იყვნენ Beatles.

1964 წელს კენგოლის ხელმძღვაანელობას გაუჩნდა საერთო კოლექციის აზრი მაშინდელ "ლივერპულის კვარტეტთან". მალევე ბრენდმა მოიპოვა ბითლსის წარწერისა და ბრენდირების გამოსახულების ყველა საჭირო იურიდიული უფლება და დაიწყო ისი გამოყენება თავსაბურავებზე. ასე დაიყო კენგოლის "ბითლსის" ხაზის წარმოება.

ასე შეიქმნსა მსოფლიოში პირველი თანამშრომლობა ბრენდსა და მუსიკალურ ჯგუფს შორის.
Kangol x Beatles collaboration
1966 წელს პიერ კარდენი გახდა კომპანიის ერთერთი დიზაინერი.
შემდგომ ბრენდის დიზაინერების ჯგუფს შეემატა მერი კუანტი, რომელიც მალევე გახდებოდა ცნობილი, როგორც მოკლე ქვედაბოლოს გამხმაურებელი მსოფლიოში.
1970

ზრდა გაფართოება აშშ-ში გოლფი

1970-იან წლებში კომპანია იმყოფებოდა მუდმივი გაფართოების რეჟიმში.

1971-დან 1978 წლის ჩათვლით, ინფლაციის გათვალისწინებით, ბრენდის გაყიდვები გაიზარდა თითქმის ნახევრით, ხოლო მოგება გაიზარდა ორი მესამედით. კლეტერში არსებული წარმოება გაფართოვდა ორჯერ, რათა აგრეთვე გაზრდილიყო წარმოების მოცულობაც მუდმივად მატებადი შეკვეთების დასაკმაყოფილებლად.

ექსპორტის მაჩვენებელი იმყოფებოდა 70%-ზე მთლიანი ბრუნვიდან და ამავე პერიოდში გაიზარდა ხუთ მილიონ ერთეულამდე, რამაც განაპირობა ბრენდის მესამე სამეფო ჯილდო ექსპორტში 1978 წელს.

ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება — დაიპყროს ამერიკის ბაზარი.

ამ გეგმის მიღწევა იყო დაგეგმილი "გოლფის კოლექციის შექმნით". კენგოლის ბრენდის მარკეტინგის განყოფილებას მიაჩნდა, რომ ამერიკის ბაზრის მთავარი სამიზნე აუდიტორია მათთვის იყვნენ თეთრკანიანი, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მამაკაცები. მამაცების ეს კატეგორია კი უმეტესწილად იყო გატაცებული გოლფით.
სარეკლამო კამპანია გოლფის სუპერვარსკვლავების — არნოლდ პალმერისა და სტიუარტ პეინის მონაწილეობით, 1979 წელი
1980

ჰიპ-ჰოპი კენგურუ ბერმუდა ქეჟუალი

კომპანიის თავდაპირველ გეგმებში მოულოდნელად ჩაერია ჰიპ-ჰოპის სტიქია.

ამ სუბკულტურის წარმომადგენლებს არ ანაღვლებდათ, კონკრეტულად ვისზე გაითვალისწინა ევროპელმა მარკეტოლოგმა თავისი თავსაბურავები.
ეს ფაქტი დამოწმებულია ბრენდის ძველ ვიდეო რგოლებში, სადაც ქუდებზე ლოგო წაშლილია, რადგან იმ დროისთვის კომპანია არ იყო დარწმუნებული, რომ ასეთი რეკლამა მისაღები იქნებოდა მათი მომავლისთვის.

80-იანი წლებისთვის, ბრენდმა გადაწყვიტა კამპანიის საკუთარ უფლებამოსილებაში მოქცევა და დაიწყო მუშაობა ახალ სამიზნე სეგმენტზე.
1983 წელს შეიქმნა ბრენდის ვიზუალური ლოგო — კენგურუ. სიტყვა "კენგოლი" ჟღერადობით ჰგავს "კენგურუს" და ამიტომ კომპანიამ გაუადვილა მომხმარებელს მისი ამოცნობა.

რასაკვირველია, კომპანიას არ აქვს და არ ჰქონია რაიმე კავშირი ავსტრალიასთან — ეს კამპანია იყო მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული სვლა.
1987 წელს რეპერმა ელელ ქულ ჯეიმ გამოუშვა ალბომი "ბიგერ ენდ დეფერ", რომლის გარეკანზეც ის გამოსახულია პანამით "ბერმუდა ქეჟუალი". ნიშანდობლივია, რომ ბრენდის პანამები გახდა მაშინდელი არაერთი მუსიკოსის სტილის განუყოფელი ნაწილი. მათ შორის იყვნენ რან დიემსი, სლიქ რიკი, გრანდმასტერ ფლეში და ბევრი სხვა.
კურიოზი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ქეჟუალის ხაზის პანამების იდეა დაფუძნებული იყო ბრიტანელი კოლონიზატორების სტილზე
სინამდვილეში, ელელ ქულ ჯეი არ იყო ინოვატორი ამ სტილში და არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ მან ეს სტილი "მოჰპარა" ემსი შენს.

თუმცა, ელელი იყო პირველი კომერციულად წარმატებული ჰიპ-ჰოპ მუსიკოსი საკუთარ ეპოქაში, მუსიკალური რგოლების მაღალი სიხშირითა და ნახვებით, აგრეთვე ზედმიწევნით გაყიდვადი სიმღერებით და აქედან გამომდინარე, სწორედ ისაა მიჩნეული კენგოლის ერთერთ მთავარ სახედ და გამხმაურებლად.

შედეგად, 1989 წელს კენგოლმა გაყიდა 1.3 მილიონი(!) თავსაბურავი მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე.
M.C. Shan in Kangol
1990

გახმაურება ჰიპ-ჰოპში ტარანტინო

80-იან წლებში ჰიპ-ჰოპი მაინც მომიჯნავე და პირობით ჟანრად ითვლებოდა. რეპის თაყვანისმცემლების სამყაროში 90-იანი წლები აღიარებულია, როგორც "ოქროს ხანა", არამხოლოდ ამ პერიოდში გამოშვებული საკულტო სიმღერების, არამედ ამ ჟანრის სატელევიზიო და რადიო არხებში წარმატების გამო, რამაც განაპირობა რეპის ყველაზე ცნობილ ჟანრად ჩამოყალიბება.

საკუთარი მატარებლის წყალობით, კენგოლის თავსაბურავებმაც მოიპოვეს ლეგენდარული სტატუსი და თვალსაჩინო ადგილი თანამედროვე კულტურაში.
ჟანრის ყველაზე ცნობადმა სახეებმა — ნასმა (ჰალფტაიმის ვიდეო რგოლში), ერიკ ბიმ და რაქიმმა (ვიდეო რგოლში ჯუსი), თუფაქმა (კინოსურათში "ტყვია") და ბევრმა სხვამ სამუდამოდ უკვდავყო რეპერის სტილი კენგოლის ქუდით.

მაგრამ ბრენდის და განსაკუთრებით 504-ის მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გამხმაურებელი იყო ნოტორიუს ბიგი, რომლის თითქმის ყველა სურათზე ჩანს ეს ქუჩის ახალი მოდის განუყოფელი ნაწილი.
1997 წელს ქვენტინ ტარანტინომ გამოაქვეყნა ფილმი "ჯეკი ბრაუნი". ეს ფილმი დაფუძნებულია ელმორ ლეონარდის წიგნზე და წარმოაჩენს საინტერესო ისტორიას შუა ხნის შავკანიან ბორტგამცილებელ ქალზე, რომელიც იძულებულია იმუშაოს აგრეთვე ნარკო მიმწოდებლად.ამ ფილმში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებც არიან: სამუელ ელ ჯექსონი, პემ გრაერი, რობერტ დენირო და მაიკლ კიტონი.

12 მილიონ აშშ დოლარიანმა კინოსურათმა მიაღწია შესანიშნავ წარმატებას და სამგზის ამოისყიდა (მსოფლიო შემოსავალმა მიაღწია 40 მილიონ აშშ დოლარს).

ეს არის ყველა დროის ყველაზე თვალსაჩინო ანტურაჟის მქონე კენგოლ-ფილმი, საკულტო სოულ-ლეიბლის სიაში შემავალი საუნდტრეკით — "მოთაუნი".
1997 წელს კენგოლმა თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია და წელიწადი დაასრულა 60 მილიონ ფუნტ სტერლინგიანი სუფთა მოგებით.
კენგოლის სატელევიზიო რეკლამა
2000

კოლაბორაციები ქუჩის მოდა ემინემი ბოლმანი

თუმცა, ტრადიციისამებრ, მოულოდნელად ძლიერ აფრენას მოსდევს გარდაუვალი ვარდნა. კომპანია დადგა "გადავსებული ბაზრის" პრობლემის წინაშე მთელს სამყაროშო და განსაკუთრებით აშშ-ში, როდესაც გაყიდულმა თავსბურავებმა ზედმეტად მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს.

ასე თუ ისე, კენგოლის ყველაზე ცნობადი მოდელები იწარმოებოდნენ ათწლეულების განმავლობაში (504, 507, ქეჟუალი), დიზაინერები კი ვეღარ ქმნიდნენ კიდევ ერთ ახალ, რეკორდულად გაყიდვად პროდუქტს. კომპანია ფლობდა ოფისებსა და სათავსოებს თითოეულ კონტინენტზე და დასაქმებული ჰყავდა ათასობით ადამიანი.

ბაზრის უცაბედმა შეკუმშვამ გამოიწვია გამოუსწორებელი ფინანსური დანაკარგი და ამას მოჰყვა კომპანიის ორწლიანი გაკოტრება.

2001 წელს კენგოლის სავაჭრო მარკა შეისყიდა ბოლმენ ჰეთ ქომფანიმ, რომელიც იმ დროისთვის აშშ-ში იყო ქუდების უძველესი და უმსხვილესი მწარმოებელი.

ახალ მფლობელს საკუთრებაში გადაეცა კომპანიის ყველა საწარმო, სათავსო და თანამშრომელი. კრიზისისგან თავის დასაღწევად კომპანიას მოუწია არასახარბიელო ნაბიჯის გადადგმა. წარმოების 90% გადავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, პირვანდელი თანამშრომლების სია კი შემცირდა 33 ადამიანამდე.
დონ რონჯიონი — ბოლმან ჰეთსის პრეზიდენტი
ყველაზე მტკივნეული მოვლენა ამ კრიზისში გახდა ბრენდის სამშობლოში ქაერხნის დაკეტვა. კუმბრიისთვის ეს გახდა ნამდვილი ეროვნული ტრაგედია.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ კენგოლის პირვანდელი ქარხნის ნარჩენები
ბრენდს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ კვლავ დამდგარიყო ფეხზე. ახალი გეგმა დაეფუძნა ზრდის ახალი ხერხების მოძებნასა და განვითარებას. კომპანიის ყურადღებამ გადაინაცვლა აზიის ქვეყნებში კერძოდ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
ჰიროში ფუჯივარა — თანამედროვე იაპონური მოდის ფუძემდებელი და ფრაგმენტ დიზაინის შემქმნელი. 2008 წელი
2000-იან წლებში მსოფლიოში გამოიკვეთა მოდის ახალი ტრენდი — "ქუჩის მოდა" (სთრითვეარი). სწორედ ამ ასპარეზზე დაიწყო კენგოლმა საკუთარი ძალების მოსინჯვა.

ათწლეულის დასასრულს, კენგოლმა დააღწია თავი კრიზისს.

2009 წელს ემინემმა გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი სიმღერისთვის "ბიუთიფულ", რომელმაც მოაგროვა 371 მილიონი ნახვა იუთუბზე. ამ ვიდეოში იგი პირველად გამოჩნდა ქუდში სახელად "Cotton Twill Army Cap", რომელიც მომავალში გახდა მისი სავიზიტო ბარათი.
ნიშანდობლივია, რომ ეს სიმღერა ეძღვნება დეტროიტის დაცარიელებულ, "პოსტაპოკალიფტურ" სილამაზეს, სადაც ერთ დროს ჰყვაოდა ყველაფერი და ახლა ყველაფერი ჩამქრალია, როგორც კუმბრია, თავისი აღზევებით და შემდგომი დაცემით
ამ ახალ ეპოქაში ბრენდი თავის რესურსს ახმარს სანდო მეთოდს — კოლაბორაციებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში შეიქმნა 30-ზე მეტი პროექტი ქუჩის მოდის საუკეთესო წარმომადგენლებთან: Stussy, Everlast, Patta, Uniform Experiment, Bape, Ssur, Liful და სხვა), აგრეთვე მაღალი მოდის სახლებთან: Alexander Wang, Comme des Garçons, Collette, Andrea Crews, Marc Jacobs), ამავდროულად ტექნოლოგიურ კომპანიებთან — P2I, ყველაზე ძვირად ეფასებულ ბრენდთან — დისნეისთან და რათქმაუნდა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ სემუელ ელ ჯექსონთან — Golf by SLJ.
2011 წლიდან, კომპანიამ SLJ Group, რომელიც წარმოადგენს კენგოლს ოფიციალურად კორეაში, წარადგინა საგანგებოდ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილი ტანსაცმლისა და ჩანთების ხაზი.
ამჟამად კორეაში წარმატებულად მუშაობს ოცზე მეტი კენგოლის მაღაზია. კენგოლის ორიგინალი ტანსაცმლის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ კორეაში.
2010

აშშ-ში გადაბარგება რადიო კენგოლი

2016 წელს ბოლმანმა მიიღო გადაწყვეტილება კენგოლის წარმოების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან აშშ-ში გადატანის შესახებ. მათ თავი მოუყარეს მოხალისეთა მიერ ფინანსური რესურსების შეგროვებას ვებსაიტზე kickstarter.com, სადაც მთავარ სახედ დაინიშნა სემუელ ელ ჯექსონი.
ამავე დროს, ბრენდმა შექმნა კენგოლ რადიოს პროექტი, რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა ჟანრის ჯამში 30 რჩეული რადიო სადგური.